ტრამპს დღე-ღამეში 4-5 საათი სძინავს

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დღე-ღამეში 4–5 საათი სძინავს, დილით კი მედიაში მის შესახებ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას პოულობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ღამის 12 საათამდე, ზოგჯერ პირველ საათამდე ვმუშაობ. ვიღვიძებ დილის 5 საათზე“ – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მედია მასზე შეტევებს შეაჩერებენ და “ნეგატიური ტონი პოზიტიურით შეიცვლება“. პრეზიდენტის თქმით, მედია ამას პრესა და ტელევიზია მაშინ გააკეთებს, როდესაც დაინახავს, რომ პრეზიდენტის პოსტზე მისი მოღვაწეობა პოზიტიურია.

კომენტარები

სხვა სიახლეები