აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერში საკუთრი შვილის, ივანკა ტრამპის ნაცვლად, სხვა გოგონა მონიშნა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. როგორც „ბი ბი სის“ ივანკა მაიჩმა განუცხადა, მისი მეუღლე დილის 6 საათზე ჟურნალისტებმა გააღვიძეს და უთხრეს, რომ მისი ექაუნთი ტრამპმა მონიშნა.
სინამდვილეში, ტრამპმა კომენტარი საკუთარ შვილს, ივანკა ტრამპს @IvankaTrump მისწერა, მაგრამ, შეცდომით ივანკა მაიჩი @Ivanka მონიშნა.
ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, რომ ის ტვიტერში ხშირად ეშლებათ დონალდ ტრამპის შვილთან, მაგრამ ახლა ამან განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია.
„მე „ტვიტერში“ 2007 წელს დავრეგისტრირდი. როდესაც ექაუნთს ვარეგისტრირებდი, ბუნებრივია, არ ვიცოდი, რომ ივანკა ტრამპის მამა აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა“, – განაცხადა ივანკა მაიჩმა.
Prev Post
სხვა სიახლეები