დონალდ ტრამპმა არლინგტონის ბაზაზე გამართულ ცერემონიაზე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმღერა. ცერემონია შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსად გენერალ მარკ მილის დანიშვნას ეძღვნებოდა.
ღონისძიებაზე ავღანეთში დაჭრილი კაპიტანი ლუის ავილაც იმყოფებოდა, რომელიც 4-თვიანი კომის შემდეგ მუსიკალურ თერაპიას გადის და მსგავს ცერემონიებზე ყოველთვის მღერის. ტრამპმა აკომპანიმენტი სწორედ მას გაუწია.