ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბიბლია აუქციონზე 325 დოლარად გაიყიდა. ინფორმაცია eBay-ზე განთავსდა.
ბიბლიის მფლობელის თქმით, ტრამპმა საკუთარი ხელმოწერა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დატოვა.
გასულ კვირას ალაბამაში ვიზიტისას დონალდ ტრამპმა სტიქიით დაზარალებულებს ბიბლია აჩუქა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ბიბლიაზე ავტოგრაფის დატოვების შესახებ, შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
სხვა სიახლეები