ტრამპის მანქანების კოლონას, ველოსიპედით მოსიარულე ქალმა, „შუა“ თითი აჩვენა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მანქანების კოლონას, ველოსიპედით მოსიარულე ქალბატონმა, „შუა“ თითი აჩვენა.
50 წლის ველოსიპედისტმა, ფოტო საკუთარ სოციალურ ქსელში განათავსა. მისი სურათი, რომელიც თეთრი სახლის ფოტოგრაფმა გადაიღო, მალევე პოპულარული გახდა. შეიქმნა ფოტოს გაშარჟებული ვერსიებიც, რომელიც მომხმარებლებმა ველოსიპედისტის “Facebook”გვერდზე ატვირთეს.
ჯული ბრიქმანი მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტია, რომელიც 6 თვის განმავლობაში, საინვესტიციო კომპანია „Akima”-ში მუშაობდა, მომხდარი შემთხვევის მეორე დღეს იგი კომპანიიდან გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ მან კომპანიის სოციალური პოლიტიკა დაარღვია. ბრიქმანს არ აღმოაჩნდა საკმარისი ფაფქტები იმისთვის, რომ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა. მან განაცხადა, „მე არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას,მე შანსი მომეცა ჩემი სათქმელი მეთქვა, უბრალოდ გული მწყდება, რომ ჩემი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია“.

კომენტარები

სხვა სიახლეები