საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების გადაყვანის დროს, ზღაში კიდევ ერთი ნავი გადაბრუნდა. ინციდენტის შედეგად წყალში 28 ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ნავში სულ 100-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. სირიელი და ავღანელი ლტოლვილები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიცურავდნენ, რა დროსაც მათი ნავი ზღვაში ამობრუნდა.
მაშველებმა 60-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ზოგიერთმა მიგრანტმა კი წყლიდან ნაპირისკენ გამოცურვა თვითონ შეძლო. ტრაგედია კუნძულ ფარმაკონისიდან აღმოსავლეთით მოხდა. სამძებრო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ახორციელებენ. ფოტოკადრებში, რომელიც დასავლურმა მედიამ გაავრცელა, კარგად ჩანს თუ როგორ ცდილობენ წყალში ჩავარდნილი მშობლები მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენას.
მიგრანტებით სავსე ნავი ზღვაში რამდენიმე დღის წინაც ამობრუნდა. ტრაგედიამ, რომელიც თურქეთის სანაპიროსთან მოხდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყო 3 წლის აილან კურდიც. დამხრჩვალი სირიელი ბიჭუნას ფოტოებმა, რომელიც ზღვამ ნაპირზე გამორიყა, მსოფლიო შოკში ჩააგდო.
სხვა სიახლეები