ინგრედიენტები: დაჭრილი პური ტოსტისთვის- 12 ცალი, ლორი -12 ცალი, მდნარი ყველის ფირფიტები-12 ცალი, დაკონსერვებული ანანასი – 12 ცალი.
გასაფორმებლად: ზეთისხილი, პამიდორი ჩერი, მწვანილი.
მომზადების წესი: პურის ნაჭრები გამოსაცხობ ფორმაში ჩავალაგოთ. პურს ზემოდან ლორი დავადოთ, შემდეგ – ანანასი და ყველის ფირფიტები. ღუმელში 180 გრადისზე 15-20 წუთით მოვათავსოთ. მზა ტოსტები ზეთისხილით, პამიდორ ჩერითა და მწვანილით გავაფორმოთ.