ქალების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ჭორაობაა. ფინჯან ყავასთან ერთად საუბრობენ თითქმის ყველაზე და ყველაფერზე: თუ როგორ მოვიდა მისი კოლეგა ბებიამისის სვიტერში გამოწყობილი, ანდა, როგორ შეხვდა ახლობელს, რომელიც პლასტიკურმა ოპერაციამ უფრო დაამახინჯა. რას ვიტყვით კაცებზე? ალბათ, ისინიც ამჩნევენ ნაკლს ქალის გარეგნობაში.
გთავაზობთ 9 საკითხს, რომლებსაც კაცების შეშინება ძალუძს:
რთული ვარცხნილობა
რთული ვარცხნილობა კარნავალისთვის ან ექსტრავაგანტული ფოტესესიისთვისაა მისაღები. დანარჩენ შემთხვევაში უმჯობესია ბუნებრივი ვარცხნილობა იყოს: შესახებად მარტივი და შესახედავად ლამაზი.
„შპაკლი“ სახეზე
თავის მოვლის საშუალებას ბევრი იმიტომ იყენებს, რომ სახეზე გამონაყარი დაფაროს ან კანის ფერი გაიუმჯობესოს. ზედმეტად მათი გამოყენება საშინელ შესახედავს გხდის და გაბერებს კიდეც.
მბრწყინავი წამწამები
თუ პროფესიონალი ვიზაჟისტი არ ხარ, ნუ ჩაიტარებ ექსპერიმენტს საკუთარ თავზე.
ზედმეტი თმა
კაცები მოვლილ და ნაზ კანს ანიჭებენ უპირატესობას. არ დაგეზაროს და მოუარე სხეულს. მუდამ იდეალურად უნდა გამოიყურებოდე. გამოუცხადე ომი ზედმეტ თმას.
მშრალი კანი
მშრალი კანი შეხებისას არასასიამოვნოა. ამიტომ ხშირად იხმარეთ დამატენიანებელი საშუალებები.
არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში და ყვითელი კბილები
ამაზე არასასიამოვნო რა შეიძლება იყოს?! ყურადღება მიაქციე, რამდენად ხშირად სვამ ყავას ან ეწევი. სუნთქვის გასაუმჯობესებლად შეგიძლია სპეციალური სპრეით ისარგებლო.
კონტური ტუჩებზე
გამოიჩინე მეტი სიფრთხილე პომადასთან. რაც უფრო მეტად კონტრასტულია პომადის ფერი ტუჩის კონტურთან, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ შეხვედრა სასურველ კაცთან საბოლოო აღმოჩნდეს.
სუნამოს მძაფრი სუნი
სუნამო შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ შენი ინდივიდუალობა გამოარჩიოს. არ არის საჭირო, გაჟღინთო სამოსი შენი სუნამოთი. საყვარელი სუნამოს ერთი წვეთიც საკმარისია, რომ პარტნიორში დადებითი განწყობა გამოიწვიო.
მაკიაჟი მარტო მყოფმა გაიკეთე
არ არის საჭირო, მაკიაჟის დემონსტრაციულად გაკეთება. კაცს არ სიამოვნებს გალამაზების პროცესის ცქერა, რადგან შენი სრულყოფილების ილუზია მაშინვე დაემსხვრევა.