ტოპ 5 რეიტინგული სასტუმრო ბათუმში

დასვენების, რუჯის, განტვირთვისა და გართობის სეზონი უკვე დაიწყო. თბილისში განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ყველასთვის აქტუალურ თემად იქცა საქართველოში მოგზაურობა და დასვენება. სავარაუდოა, რომ წელს ბათუმს უამრავი ქართველი დამსვენებელი ესტუმრება.

ჩვენ გთავაზობთ 5 საუკეთესო სასტუმროს ბათუმში, სადაც დასვენება დაუვიწყარ დღესასწაულს გპირდებათ.

5. სასტუმრო “ინტურისტ პალასი” – 2006 წელს განახლებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ბათუმში, ზღვასთან ახლოს მდებარეობს. სასტუმროს აქვს 2, შიდა და გარე საცურაო აუზი, მასაჟის ოთახები, რესტორნები, თბილისი, იტალიური ვენეცია და ზამთრის ბაღი ბაკურიანი.
სასტუმროში, ასევე, განთავსებულია კაზინო «Casino Grand Palace».

4. “შერატონ ბათუმი” იყო პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც 2010 წელს გაიხსნა. მას აქვს რამდენიმე რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, სპა, ფიტნეს ცენტრი, დიდი საცურაო აუზი და კაზინო.

3. “რედისონ ბლუ ბათუმი”- 2011 წელს გაიხსნა და ეს იყო მეორე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში. იგი ბათუმის ბულვარში მდებარეობს და მოიცავს რესტორანს, ბარს – Clouds Bar & Restaurant, ფიტნეს ცენტრს, საცურაო აუზს, საკონფერენციო დარბაზს. რესტორანში, ასევე, განთავსებულია “კაზინო ივერია”

2.”კოლიზეუმი მარინა” – სასტუმრო მდებარეობს ახალ ბულვარში. სასტუმროს აქვს 2 საცურაო აუზი, შიდა და გარე, კორტები, ფიტნეს ცენტრი, კარაოკე ბარი, 3 წუთის სავალზეა მოცეკვავე შადრევნები, რესტორანთან ახლოს მდებარეობს გადმობრუნებული რესტორანი და აკვაპარკი.

1. “ჰილტონ ბათუმი” – სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, 50 მეტრი დაშორებით 6 მაისის პარკთან. სასტუმროსთან ახლოსაა განთავსებული დელფინარიუმიც.
აზარტის მოყვარულთათვის სასტუმროში ფუნქციონირებს კაზინო- Casino International Batumi.

კომენტარები

სხვა სიახლეები