როგორ გგონიათ, აუტანელი ხასიათი და ზოგადად სოციუმთან რთულად თავსებადობის ფენომენი კონკრეტულად ადამიანის რა თვისებებიდან მომდინარეობს? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის ხშირად ვხვდებით ხალხს ვისთან ურთიერთობაც ერთმნიშვნელოვნად რთული, დამღლელი და ხშირად აუტანელიც კია გარშემო მყოფთა უმეტესობისთვის. თუმცა, ხომ გაგიგონიათ “არ არსებობს წესი, გამონაკლისის გარეშე”. ამიტომ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას ნუ მიიღებთ როგორც კანონსა და აქსიომას, რაღა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ, თუმაც გამონაკლისის არსებობაც, ყოველთვის ამტკიცებს წესს.
მაშ ასე, ყველაზე რთულად საკონტაქტო, “მძიმე ხასიათის” და ძნელად თავსებად ინდივიდებს შორის შემდეგ ნიშნები მოხვდნენ:
ვერძები 78% – მათ ბრალს უმტესად კონფლიქტულობაში, უტაქტო გამოხდომებში, სიფიცხესა და აგრესიულობაში სდებენ.
კირჩხიბები 88% – ასტროლოგები თვლიან, რომ წუწუნი ფაქტობრივად არარსებული პრობლემების გამო, დეპრესიული ხასიათი და პანიკიორობა კირჩხიბის ხასიათის ყველაზე გამაღიზიანებელი თვისებებია.
დაბოლოს, სუპერ აუტანელთა სიაში მოხვდნენ მორიელები 92% – როგორც გაირკვა, მორიელთან დამოკიდებულება ადამიანებს ან ძალიან კარგი აქვთ ან ძალიან ცუდი. შესაბამისად, მათ ვინც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან ურთიერთობას თავს არიდებს, აქვს სავსებით არგუმენტირებული პასუხი – ბოღმიანობა, ცინიზმი, დაგეგმილი შურისძიების უნარი და მუდმივი შეჯიბრის მომენტი პროფესიული კუთხით. ასეთი გახლავთ “ცოდვათა ჩამონათვალი” რის გამოც მორიელს ბრალს აუტანელ ხასიათში სდებენ დანარჩენები.