ტოპ-3 იაფი და ყველაზე ეფექტური დიეტა

კარტოფილის დიეტა: 
კარტოფილის მოსავლის სეზონი – დიეტის დაცვის ყველაზე შესაფერისი დროა. სწორედ ამ დროს აქვს ნაყოფს უმაღლესი საკვები ფასეულობა.
კარტოფილის დიეტის დაცვა იოლია, რადგან კარტოფილი ნოყიერია და შეიცავს მცენარეულ ცილას. კეფირი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის შესანიშნავია და ასევე, მდიდარია ცილებით.
პირველი დღის მენიუ
საუზმე: 1 მოხარშული უმარილო კარტოფილი, 200 მლ უცხიმო კეფირი.
სადილი: 2 გამომცხვარი კარტოფილი (ოდნავ მარილიანი), უშაქრო მწვანე ჩაი.
ვახშამი: 2 ჭიქა უცხიმო კეფირი ან სასმელი იოგურტი დანამატების გარეშე.
მეორე დღის მენიუ:
საუზმე: 200 მლ კეფირი
სადილი: 2 გამომცხვარი კარტოფილი (ოდნავ მარილიანი), უშაქრო მწვანე ჩაი.
ვახშამი: 1 უმარილო კარტოფილი, 200 მლ უცხიმო კეფირი.
მესამე დღის მენიუ

საუზმე: 1 უმარილო კარტოფილი
სადილი: 1 უმარილო კარტოფილი, 200 მლ უცხიმო კეფირი.
ვახშამი: 200 მლ კეფირი


ბრინჯის დიეტა:
• მოხარშეთ ბრინჯი და მიირთვით მცირე ულუფებით, მიაყოლეთ ვაშლის წვენი. თუკი შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა, შეგიძლიათ კიდევ დააყოლოთ 2-3 ვაშლი, უმჯობესია მწვანე.
• ან მიირთვით მოხარშული ბრინჯი, რამდენიც მოგესურვებათ, დააყოლეთ მწვანე ჩაი ან ბალახების ნახარში. რასაკვირველია ბრინჯი იხარშება მარილის, სანელებლების, რძის, ცხიმის გამოყენების გარეშე.
• იმისთვის რომ დიეტა მოსაბეზრებელი არ გახდეს, შეგიძლიათ ბრინჯთან ერთად მიირთვათ მოხარშული თევზი, მოხარშული ქათმის ხორცი ან ბოსტნეული, შედეგი აუცილებლად გაგახარებთ, მსგავსი დიეტით შესაძლებელია 4 დღეში 10 კილომდე დაკლება.
გახსოვდეთ, დიეტის ამ ვარიანტის ხანგრძლივობა მხოლოდ 1-4 დღეა! ერთდღიანი განტვირთვის დღე შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში ერთხელ, ხოლო სამდღიანი დიეტა – თვეში ერთხელ.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ როგორც ყველა სხვა უმარილო დიეტას, ამ დიეტასაც აქვს მინუსი – ბრინჯს ორგანიზმიდან მარილთან ერთად წყალი გამოაქვს. წონის კლება თავიდან ძირითადად წყლის კარგვის ხარჯზე მიმდინარეობს, ხოლო ცხიმი დაშლას იწყებს 10 დღის შემდეგ. როგორც კი თქვენს რაციონში ისევ გაჩნდება მარილი, წყალი მალევე აღიდგენს თავის “უფლებებს” ორგანიზმში, ამიტომ ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებმარილიანი საკვები მიირთვათ.


წიწიბურას დიეტა:
ლამაზი სხეული, არანაირი ზედმეტი კილოგრამი, კმაყოფილი და ბედნიერი იერი – განა ეს ის არ არის, რისკენაც ნებისმიერი ქალი ისწრაფვის? მაგრამ სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელს როდი აქვს ნებისყოფა და საშუალება, დაიცვას მკაცრი დიეტები, მისდიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეგულარულად სწორად იკვებოს.
მაშ, როგორ მოვიყვანოთ მოკლე დროში ჩვენი სხეული სასურველ ფორმაში, თანაც ისე, რომ შიმშილით არ მოვიკლათ თავი?
ამ ბურღულეულის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია – ნოყიერსა და გემრიელ წიწიბურას ხშირად ვიყენებთ გარნირად. მაგრამ მოვიდა დრო, ის ორი კვირით ძირითად კერძად გავიხადოთ! დიახ, სწორედ ამდენი დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ 5-დან 15 კილოგრამამდე დაიკლოთ წონაში. მაშ ასე, რა საიდუმლოს ინახავს ეს ჯადოსნური დიეტა?
პირველ რიგში, წიწიბურა ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. მეორეც, ის დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. მესამეც, ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან.
წიწიბურას დიეტის მნიშვნელოვანი წესები
დავიწყოთ იქიდან, რომ მთავარია – სწორად მოამზადოთ ბურღული. ამისათვის აუცილებელია, ღამით დაასხათ წიწიბურას ადუღებული წყალი პროპორციებით: ერთ ჭიქა ბურღულს 2 ჭიქა წყალი და დაახუროთ მჭიდროდ.
წიწიბურა უნდა მოამზადოთ მარილის, შაქრისა და წიწაკის გარეშე. მოცემულ დიეტაში აქცენტი სწორედ უმარილობაშია, რადგან სწორედ ის იწვევს შეშუპებას და ცელულიტის ჩამოყალიბებას; ასევე, აძლიერებს პროდუქტის გემოს, რაც მადის მომატებას იწვევს.
რა თქმა უნდა, არანაირი ცხიმი და სოუსი… და რაც მთავარია, სამუდამოდ ვივიწყებთ მაიონეზს!
წიწიბურას დიეტის საფუძვლები
მომზადებული წიწიბურა დილით გაყავით 5 პორციად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავაც შაქრის გარეშე, მაგრამ არა უმეტეს ორი ფინჯნისა. ამას გარდა, წიწიბურას დიეტას დაუმატეთ მასაჟი, საუნა, სირბილი და ფიტნესი. მხოლოდ “ფაფით” შედეგს კი მიაღწევთ, მაგრამ მიღებულ წონას, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებთ.
რა თქმა უნდა, მხოლოდ წიწიბურით კვება ორი კვირის განმავლობაში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც გარდა წიწიბურისა, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ბოსტნეულის სალათები სანელებლების გარეშე, კეფირი, ჩაი და ყავა. მთავარი წესი ამ დროს ის არის, რომ მთლიანად უარი თქვათ შაქარზე; ასევე, კატეგორიულად იკრძალება საკვების მიღება 18 საათის შემდეგ. ამასთან, ყოველთვის შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, თუ მოამზადებთ წიწიბურასგან ოლადებს ან კატლეტებს წიწიბურას ფქვილისგან.
რაც ყველაზე მთავარია, წიწიბურას დიეტის შემდეგ შეგიძლიათ ჰარმონიულად გადახვიდეთ ჩვეულებრივ კვებაზე. არ ღირს პირველივე დღეს ხარბად მიირთვათ ბიფშტექსები კარტოფილთან ერთად და სვათ “კოკა-კოლა”. დიეტის შემდეგ სადილი გაამრავალფეროვნეთ ხილით, ვახშმად დაუმატეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. დიეტის შემდგომი კვირის განმავლობაში ჩვეულ რაციონში შეიტანეთ – კვერცხი, რძე, მოხარშული ხორცი, ხილი. ერთი სიტყვით, ასე, აუჩქარებლად გადადით კვების ნორმალურ რეჟიმზე.

წყარო: 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები