ტოპ 10 ყველაზე ღრმა მაღარო მსოფლიოში

მსოფლიოს ყველაზე ღრმა და დიდი მასშტაბის მაღაროთა ათეულის ლიდერია სამხრეთ აფრიკაში მდებარე მაღარო ,,ტაუ-ტონა,” რომლის სიღრმე 5000 მეტრს აღწევს. ეს ოქროს მომპოვებელი მაღარო იოჰანესბურგიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დაუცველ მაღაროდ ითვლება. ოფიციალური მონაცემებით, აქ წელიწადში საშუალოდ 7 ადამიანი იღუპება.Шахта Тау-Тона

ტოპ – ათეულის მე-2 ადგილზეა მაღარო ,,ვიტვატერსრანდი” (სამხრეთ აფრიკა). მაღაროს სიღრმეა 4500 მეტრი. იმის გამო, რომ ,,ვიტვატერსრანდში” მაღაროელები ოქროს მიწის წიაღში დიდ ტემპერატურაზე მოიპოვებენ, ხშირია გარდაცვალების ფაქტები.Шахта Витватеерсранд

ტოპ -ათეულის მე-3 ადგილზეა ,,მპონენგის” მაღარო (სიღრმე – 3800 მ). აქაც, სამხრეთ აფრიკის მაღაროთა აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, ოქრო მოიპოვება. ,,მპონენგი” გამოირჩევა იმითაც, რომ მის ტერიტორიაზე გავრცელებულია მავნე ნივთიერებებისა და ტოქსინების მშთანთქავი ბაქტერია.Западная шахта глубокого залегания

მე-4 ადგილზეა დონბასის მაღარო უკრაინაში (სიღრმე- 1546 მ), სადაც ნახშირს მოიპოვებენ. აღნიშნული მაღარო ექსპლუატაციაში ოცი წლის წინ შევიდა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე მაღაროდ ითვლება. Шахта Мпоненг

ათეულში მე-5 ადგილზეა მაღარო ,,გვარდეისსკაია.” უკრაინის ქალაქ კრივოი როგთან ახლოს მდებარე 1430 მეტრის სიღრმის ამ მაღაროში რკინის მადანს 1886 წლიდან მოიპოვებენ. Шахта Шахтёрская - Глубокая

შემდეგ მოდის მაღარო ,,პროგრესი” (უკრაინა) – 1340 მეტრის სიღრმეზე მდებარე ეს მაღარო დონეცკის რაიონის ქალაქ ტორეზშია.Шахта Прогресс

მე-7 ადგილზეა მაღარო ,,პეტროვსკაია” (უკრაინა). სიღრმე -1200 მ.шахта петровская-ის სურათის შედეგი

მომდევნო, მე-8 ადგილზეა ნახშირმომპოვებელი მაღარო ,,ბუტოვსკაია” (უკრაინა). სიღრმე – 1200 მ. шахта бутовская-ის სურათის შედეგი

მსოფლიოს ყველაზე ღრმა მაღაროთა ათეულის ბოლოს წინა, მე-9 ადგილზეა ბუბნოვის სახელობის მაღარო რუსეთში. სიღრმე – 1200 მ.

ათეულის ბოლო, მე-10 მაღარო ,,კომსომოლსკაია” რუსეთის ქალაქ ვორკუტასთან ახლოს მდებარეობს. ნახშირმომპოვებელი მაღაროს სიღრმე 1200 მეტრია და იგი რუსეთში ყველაზე ღრმა მაღაროდ ითვლება.Шахта Комсомольская

კომენტარები

სხვა სიახლეები