ტოპ ფეისბუქსტატუსები ზღაპრის გმირებზე

თომა ჩაგელიშვილი: არადა კომბლე მაგრად მევასება და მგონია, რომ მოძალადე საერთოდ არ არის, აი წითელქუდას დედას, დედობის უფლება უნდა ჩამოვართვათ

აკიკო: წითელქუდა იყო ბოზი, რასაც მთელი რიგი გარემოებები ამტკიცებს:

  1. დაიხურა წითელი ქუდი
    2. წავიდა მარტო ტყეში
    3. აცდუნა მგელი (გაეკეკლუცა და მერე უთხრა მისამართი, სადაც შეეძლო მოეძებნა)
    4. ლოგინში ჩაუწვა მგელს (ვითომ ვერ მიხვდა, რომ მისი ბებო არ იყო)
    5. თუ ვერ მიხვდა მით უარესი, გამოდის, რომ წითელქუდა დებილი ბოზი ყოფილა

მორალი – ნუ უკითხავთ დაუფიქრებლად ბავშვებს ზღაპარს

ირაკლი გაფრინდაშვილი: ფიფქიას ბოზობაზე რა ისმის?!

ანი შენგელია: კონკიაც კაი ბოზი იყო, რაც მაგან ფეტვი და ხორბალი კრიფა იატაკიდან საბოზაოდ რომ წასულიყო… თანაც წაკუზულმა.

ირაკლი ვახტანგიშვილი: ნაცარქექია? – სხვისი საკუთრების მითვისება თაღლითური გზით; ცივი იარაღის შენახვა-გამოყენება დამამძიმებელ გარემოებაში…

თამაზ ფიცხელაური: წითელქუდაში არპროფესიონალმა ქირურგმა ჩაუტარა მგელს საკეისრო და ამოიყვანა ბებია და შვილიშვილი
ლია რობაქიძე: გაეცეს კითხვებს პასუხი და დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი!
ასფურცელა – მაზოხისტი
კომბლე – დაბალი დონის მენეჯერი
წიქარა – სისტემის მსხვერპლი
ნაცარქექია – თაღლითი, სხვისი ქონების თაღლითური გზით მიმტაცებელი
რწყილი და ჭიანჭველა – აქ სავარაუდოდ რწყილს მაინც უნდოდა ჭიანჭველას დახრჩობა, კონკრეტულად რა ინტერესი ჰქონდა დადგენილი არ არის. საეჭვოდ დიდხანს წელავდა სამაშველო ოპერაციას.
სიზმარა – ეს ზღაპარი საერთოდ მშრომელი საზოგადოების დეგრადაციის მაგალითია.
ცისკარა – Gerogian Water & Power!!! და თბილისის მერიის გარიგების მსხვერპლი!

ზაზა კობერიძე: ნახევარქათამა – კანიბალი, კომბლე – მოძალადე , ნაცარქექია – თაღლით-აფირისტ, სიზმარა – კონფორმისტ ლოველასი

მალხაზ თოფურია: სულიკო საყვარლის საფლავს ვეძებდიიი…… აიკრძალოს ეს ნეკროფილური სიმღერა! 5 კუნჭულა „ნაციონალია“?

მიშა თარსაიძე: გამოდის რომ კომბლე ზოოფილიც არის, ცხვრები უყვარდა

მიხეილ უკრაინოლოგი: 11 ნოემბერს, დიღმის გზატკეცილზე, აქცია-მსვლელობა „დღეს მეც კომბლე ვარ“ გაიმართება

ლევან ოდილავაძე: კომბლეს ღია წერილი განათლების მინისტრს
“სპაიდერმენი” და “სუპერმენი” გმირები არიანო, შე დალოცვილო, ერთი კომბლის იმედად რომ მთელ ტყეს შევებრძოლე, ეგ არაა გმირობა? მოძალადეაო, ამბობ, სად ნახეთ ძალადობა?! მე რომ მოძალადე ვიყო, ცხვრებს თავის ნებაზე გავუშვებდი? არა, ვეტყოდი, 10-ზე სახლში იყავით მეთქი ან კიდევ საერთოდ ჩავკეტავდი და საჭმელს შევაწვდიდი, მაგრამ ულტრალიბერალი ვარ და მივეცი თავისუფლება. ეს ჩურჩუტები კი წავიდნენ, პირდაპირ მგელს ჩაუვარდნენ ხახაში და სალაპარაკო მისცეს ყველას.
მოკლედ, ბატონო ალექსანდრე, ძალიან მატკინეთ გული, რამდენი ჭორი გამიგია ჩემზე (ფიფქიას ბოიფრენდი, ნაცარქექიას ბიზნესპარტნიორი და სხვა), მაგრამ ასე არაფერს მოუკლავს ჩემთვის გული.

კომენტარები

სხვა სიახლეები