სისასტიკისკენ მიდრეკილებას, თქმა არ უნდა პირველ რიგში გენეტიკური ფაქტორი, აღზრდა და გარემო განაპირობებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა არც ვარსკვლავების გავლენა და წვლილი გამოირიცხება ამ შემთხვევაში. ასტროლოგებმა საინტერესო სტატისტიკას მიაკვლიეს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ყველაზე შურისმაძიებელი ხასიათით…
პირველ ადგილზე ამ მხრივ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ (არა მორიელი არა!) კირჩხიბები არიან – 96%. როგორც აღმოჩნდა, კირჩხიბი ერთნაირი ოსტატობით ახერხებს მიიზიდოს და გამოასხივოს კიდეც აგრესია. ამ ადამიანების ფსიქიკას ხანგრძლივი მეხსიერება გააჩნია ტაჯვაზე. შესაბამისად, გაბრაზების ობიექტზე შურის საძიებლად შესაფერისი დროის დადგომამდე აუღელვებლად შეუძლიათ ლოდინი. კირჩხიბის შურისძიება ყველაზე მუხანათური და მოულოდნელია. მათ როგორც წესი მოსწონთ “დარტყმა ზურგიდან”, მაშინ როცა მსხვერპლი ამას ყველაზე ნაკლებად ელის.
მეორე საპატიო ადგილს დასჯერდნენ, საკუთარი ბოღმიანობით თითქოსდა საყოველთაოდ ცნობილი მორიელები – 87%. როგორც აღმოჩნდა, შურისძიებისკენ მიდრეკილება მორიელთა განსაკუთრებით სუსტ კატეგორიას ე.წ. “ნაცრისფერ ხვლიკებს” ახასიათებთ. ხოლო ის, ვინც მაღალგანვითარებული ინდივიდია მორიელებს შორის, მეტოქეს აუცილებლად გამოიწვევს ღია ბრძოლაში დასაპირისპირებლად. მორიელის შურისძიება ყოველთვის სასტიკია. იგი არასოდეს იხევს უკან და არასოდეს ებრალება ის, ვინც ოდესღაც გაბედა და კუდზე ფეხის დაბიჯებას შეეცადა მისთვის.
დაბოლოს, არანაკლებ საშიშია არც მეტი არც ნაკლები – ქალწულების შურისძიება – 80%. ასტროლოგების აზრით, ამ ნიშნით დაბადებული ხალხის დიდი ნაწილი მშვიდი, პატიოსანი და მშრომელი ინდივიდია. თუმცა, ქალწულებს აქვთ ერთი დიდი ნაკლი – ამოჩემებისკენ მიდრეკილება. ამიტომ თუკი ისე მოხდა, რომ ქალწულმა აგითვალწუნათ და ამოგიჩემათ, მზად უნდა იყოთ მისი მხრიდან აბსოლუტური სიზუსტითა და ოსტატობით დაგეგმილი შურისძიებისთვის.