როგორ ფიქრობთ, მყარი ნერვების პატრონი ხართ? ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხშირად გამოიყურება ერთი შეხედვით მშვიდად და აუღელვებლად. თუმცა, რეალური პრობლემების წინაშე აღმოჩენა ბევრ მათგანს აკარგვინებს საკუთარი თავისა და ემოციების ფლობის უნარს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სამი ზოდიაქოს ნიშანი:
კირჩხიბი – ალბათ გიკვირთ მოტირალ-მოსლუკუნე კირჩხიბის სამეულში მოხვედრა. დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ სანამ სტატიას ბოლომდე არ ჩაიკითხავთ. მართლია, კირჩხიბი საკმაოდ სენსიტიური ნიშანია და ამაზე არც არავინ დავობს, მაგრამ მას და სხვას არავის ხელეწიფება პირველი ემოციური შოკის შემდგომ გასაოცარი “თვითგადარჩენის პროგრამა” აამუშაოს საკუთარ თავში და ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდეს. კირჩხიბი, რომელსაც დრო საკმარისად აქვს საკუთარი უიღბლობს გამოსატირებლად საბოლოო ჯამში ყველა პრობლემის სრულ ლიკვიდაციას მოახერხებს ისე, რომ სხვებსაც იხსნის განსაცდელისგან.
მორიელი – მისი ნებისყოფა რკინისებურია და ამას ნებისმიერი ასტროლოგი დაადასტურებს. თუმცა, რაღა თქმა უნდა, უნებისყოფო და სოციოფობი მორიელებიც გვხვდებიან, მაგრამ დღეს ჩვენ გამონაკლისებზე არ ვსაუბრობთ. ჭეშმარიტი მორიელი ტანჯვასა და განსაცდელს არასოდეს უშინდება. მათი დევიზია “ყველა პრობლემას ორი უებარი წამალი აქვს – დრო და სიჩუმე”. მორიელს ძალა შესწევს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მშვიდად, მდუმარედ და ჯიუტად აიტანოს ნებისმიერი გაჭირვება. ეს ყველაფერი მას კი არ გასტეხს სულიერად, პირიქით მასში პიროვნულ ზრდას გამოიწვევს და სულის სიძლიერეს აუმაღლებს.
თხის რქა – სიჯიუტე, პრინციპულობა და გასაოცარი ამტანობა ამ ხალხის სავიზიტო ბარათია. ბავშვობაში თხის რქები ხშირად ავადმყოფობენ და ვერავინ იტყვის თუ ამ მუდმივად და ავადმყოფურად მობუზული ბავშვისგან სამომავლოდ ასეთი ამტანი ინდივიდი გაიზრდება. თხის რქა კარგი კონიაკივითაა – რაც უფრო ემატება წლები, მით უფრო უკეთესი ხდება. როგორც სულიერად ისე ფიზიკურად უმჯობესდება და ძლიერდება. ამიტომ მას არამხოლოდ საკუთარი პრობლემების, სხვისი ტვირთის აღებაც კი ხელეწიფება თავის თავზე.
სხვა სიახლეები