მამაკაცები ზოგადად არასაიმედო ქმნილებები არიან და მათზე დაყრდნობა დაოჯახების შემდეგაც არ არის ბოლომდე რეკომენდირებული. თუმცა, მაინც არსებობს კონკრეტული ასტროლოგიური კლასიფიკაცია – ზოდიაქოს ე.წ. “განსაკუთრებით არასაიმედოთა” სამეული.
ტყუპი
მინუსები – ზედაპირული, ფლირტაობის მოყვარული, არაპროგნოზირებადი, უპასუხისმგებლო, უყვარს ორმაგი თამაში.
პლუსები – მხიარული, კომუნიკაბელური, ორიგინალური
თუ გსურთ დიდი ხნით გააბათ მახეში – არ შეზღუდოთ, აჰყევით თამაშში, არაფერი დააძალოთ, იყავით ინტელექტუალურად საინტერესო, მრავალმხრივი და ცვალებადი.
სასწორი
მინუსები – მერყევი, ლოიალური, ადვილად ემორჩილება სხვა ქალების გავლენას, იშვიათად გააჩნია საკუთარი აზრი, უჭირს გრძნობებში გარკვევა, მუდმივად სჭირდება მისით აღტაცებული თაყვანისმცემლები.
პლუსები – უკონფლიქტოა, გალანტური, შეუძლია კომფორტის შექმნა, სითბოს მაქსიმალურად გამოხატავს.
თუ გსურთ დიდი ხნით გააბათ მახეში – არასოდეს ეუხეშოთ, ნუ წაუყენებთ ულტიმატუმებს, იზრუნეთ მასზე, შეუქმენით კომფორტული ატმოსფერო, მიიღეთ მის მაგივრად გადაწყვეტილებები.
მშვილდოსანი
მინუსები – თავქარიანი, მოხეტიალე, კოლექტივისტი, მუდმივად მოძრაობაშია, უყვარს ფლირტი, აიდეალებს ქალებს, იშვიათად ეხერხება დანაპირების შესრულება, მკვეხარა და ბაქიაა.
პლუსები – ოპტიმისტი, მხიარული და ძალიან გულუხვია. ძნელად ეხერხება ტყუილი.
თუ გსურთ დიდი ხნით გააბათ მახეში – არ შეზღუდოთ, არასოდეს შეამოწმოთ სად და ვისთან ერთად დადის, იყავით მასავით ოპტიმისტი, მხიარული, მხარი აუბით ხეტიალში.