ქორწინება – ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უბედნიერესი მოვლენაა, მაგრამ, როდესაც ამ ცერემონიის დროს მოულოდნელად ცნობილი ადამიანი „მოგევლინება“ და კიდევ შენთან ერთად ფოტოებს გადაიღებს, ორმაგად სასიამოვნოა. სწორედ ეს შეემთხვა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სიძეს და პატარძალს. მათთან ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკვლავი ტომ ჰენქსი მივიდა, რომელიც იქვე ვარჯიშობდა. ჰენქსმა ახალგაზრდებს დაქორწინება მიულოცა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო. ახალგაზრდების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=1NR4UEpSX84&feature=youtu.be[/youtube]