ტომ ჰენქსის პასუხი ბიჭს, რომელსაც კორონა ჰქვია

ავსტრალიელმა 8 წლის ბიჭმა, რომელსაც სახელად კორონა ჰქვია მსახიობ ტომ ჰენქსს წერილი მისწერა.
ბიჭმა წერილი მას შემდეგ მისწერა რაც გაიგო, რომ მსახიობსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. -„გავიგე, რომ შენ და შენ ცოლს კორონავირუსი დაგიდგინდათ, კარგად ხართ?“. ამასთან რვა წლის ბიჭი თავის გასაჭირზეც წერს, როგორც წერილშია აღნიშნული მას სახელის გამო სკოლაში დასცინიან. – “მე მიყვარს ჩემი სახელი მაგრამ  სკოლაში „კორონავირუსს“ მეძახიან, მე ძალიან ვიწყენ და განვიცდი, როცა ხალხი ასე მომმართავს“- ამბობს ბიჭი.
რასაც მსახიობმა ასევე წერილით უპასუხა:

„შენმა წერილმა მე და ჩემს ცოლს თავი საოცრად გვაგრძნობინა, მადლობა, რომ ასეთი კარგი მეგობარი ხარ – მეგობრები უნდა დაეხმარნონ ერთმანეთს, მაშინ როცა ისინი თავს ცუდად გრძნობენ“, –  წერს  ჰენქსი  წერილში.

კომენტარები

სხვა სიახლეები