ჰოლივუდის ვარსკვლავმა ტომ კრუზმა ქალიშვილ სურიზე უარი თქვა. მსახიობს გოგონა 2,5 წელზე მეტია არ უნახავს. წინა თვეში ტომ კრუზის და ქეთი ჰოლმსის ქალიშვილს 10 წელი შეუსრულდა.
პირველი სერიოზული იუბილე გოგონამ მამის გარეშე – დედის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
უცხოური მედიის ცნობით, კრუზი ქალიშვილთან შეხვედრას ყველანაირად ერიდება. აღსანიშნავია, რომ მსახიობს შვილთან შეხვედრის სასამართლო აკრძალვა არ გააჩნია – მას გოგონას ნახვა ნებისმიერ დროს შეუძლია. თუმცა, მსახიობს, როგორც ჩანს, ამის სურვილი, უბრალოდ, არ აქვს.
კრუზის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ ეს – „მსახიობის გადაწყვეტილებაა და ამით კრუზი საიენტოლოგიის ეკლესიის მიმართ ერთგულებას გამოხატავს. ტომი ეკლესიის ხელმძღვანელთან – დევიდ მისკევიჯთან უძლიერეს მორალურ დამოკიდებულებაში იმყოფება. სწორედ ის კარნახობს კრუზს, რა უნდა გააკეთოს. მისკევიჯმა იგი დაარწმუნა, რომ მის ქალიშვილ სურიში ცუდი ტეტანი შეძვრა. ტეტანი – საიენტოლოგიაში დემონურ არსებად მიიჩნევა. ამის შემდეგ ტომმა ქალიშვილი საკუთარი ცხოვრებიდან მარტივად ამოშალა“.
ამის მიუხედავად, მსახიობთან დაახლოებული პირების განცხადებით, ტომს მაინც იმედი აქვს, რომ ქალიშვილი ოდესღაც მასთან თავად მოვა. „ის მზადაა, მას ეკლესიის მიღებაში დაეხმაროს, ოღონდ თუ სური ამას თავად მოინდომებს“, – ამბობენ კრუზის ახლობლები.
Prev Post
სხვა სიახლეები