გია მაისაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“მე და სიმსივნე ვეფხი და მოყმესავით ვართ, არც ის მეშვება და არც მე ვანებებ თავს, ჯერ ჩემი ჩვეული ფორმისგან შორს ვარ, მაგრამ ვცდილობ მის დაბრუნებას. ისე ვერ ვცურავ, როგორც მინდა, რომ ვცურავდე, მაგრამ მივალ ალბათ იქამდეც. ექიმები კმაყოფილნი არიან ფიზიკური პროგრესით, თუმც მომავალი ტომოგრაფია 28 ოქტომბერს გვიჩვენებს უფრო ზუსტ სურათს, მცირდება თუ არა სიმსივნე. ჩვენი ამოცანაა მისი სრული გაქრობა. გაცნობებთ 28-ის პასუხს, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, იქნებ ” შააძლებინოს ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა”…
სხვა სიახლეები