ტოკიოს აეროპორტში “მუყაოს სასტუმრო” გაიხსნა, მიზეზი კორონავირუსია (ფოტო)

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია და მსოფლიოს ბრძოლა მის წინააღმდეგ – იაპონიაში, ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. მუყაოს სასტუმრო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, თითოეული მგზავრი, რომელიც ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან დაბრუნდება, ვალდებული იქნება, 2 დღე მაინც სწორედ ამ “სასტუმროში” გაატაროს. 

არსებული ფოტომასალით კარგად ჩანს, რომ მუყაოს “ოთახები” აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზშია განთავსებული, სადაც საწოლი, ლეიბი, საბანი და ბალიშია განთავსებული.

იაპონიის მთავრობის მოთხოვნით, თითოეულმა ჩამოსულმა მგზავრმა აეროპორტშივე უნდა გაიკეთოს Covid-19–ზე ტესტი, პასუხს კი 1–დან 2 –დღემდე სჭირდება. მუყაოს სასტუმროს შექმნის მიზეზი სწორედ აღნიშნული გახდა. ლოდინი შესაძლებელია საკუთარ სახლშიც, თუმცა ამისთვის სახლამდე მხოლოდ საკუთარი ავტომობილით უნდა გადაადგილდე – საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით მგზავრობა იკრძალება.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით – Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად კვლავ იმატებს ისევე, როგორც გარდაცვალების შემთხვევები.

დღეის მონაცემებით (14 აპრილი) – სულ ინფიცირებულია – 1,934,814 ადამიანი. გარდაცვლილია – 120,438, გამოჯანმრთელებულია – 456,786. 

საქართველოში – ინფიცირებულია – 296, გარდაცვლილია – 3, გამოჯანმრთელებულია – 69. 

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველი სამეულია:

ამერიკის შეერთებული შტატები – 587,173

ესპანეთი – 172,541

იტალია – 159,516

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 

კომენტარები

სხვა სიახლეები