„ტიტანიკის“ კატასტროფის 104 წლისთავისადმი – გადარჩენილი მგზავრები (ფოტოკოლაჟი)
1912 წლის 14 აპრილს ორთქმავალი „ტიტანიკი“, რომელიც პირველ და უკანასკნელ რეისს ასრულებდა, ნიუ-იორკისკენ მიემგზავრებოდა. 23:39 საათზე ფრედერიკ ფლიტმა, რომელიც წინ იყურებოდა, გემის კურსის პირდაპირ აისბერგი შეამჩნია. შეჯახება გარდაუვალი აღმოჩნდა. 2 საათის და 40 წუთის შემდეგ „ტიტანიკი“, რომელიც ჩაუძირავ გემად ითვლებოდა, სრულად დაფარა წყალმა. გემზე მყოფი 2224 მგზავრისგან და ეკიპაჟის წევრისგან მხოლოდ 700-ის გადარჩენა მოხერხდა. გამთენიისას „ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრები იმავე კურსით მიმავალმა გემმა „კარპატიამ“ აიყვანა. „ტიტანიკის“ დამსხვრევა და ჩაძირვა დღემდე უმსხვილეს საზღვაო კატასტროფად რჩება.