ტიბეტში ჯომოლუნგმას უზარმაზარ მუზეუმს ააშენებენ

 

ტიბეტის ავტონომიურ რაიონში ჯომოლუნგმას უზარმაზარ მუზეუმს ააშენებენ. საგამოფენო კომპლექსი ეძღვნება მსოფლიოს ყველაზე მაღალ მთას, რომელსაც ასევე ევერესტს უწოდებენ.

მუზეუმი ქალაქ შიგაცეში აშენდება. სამუშაოები 3 დღის წინ, მუზეუმების საერთაშორისო დღეს – 18 მაისს დაიწყო. კომპლექსის ფართობი 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ეს ფართობი დაახლოებით სამი საფეხბურთო მოედნის ფართობს უდრის. პროექტის ღირებულებაა 6,4 მილიონი დოლარი. ხუთსართულიან შენობაში ჯომოლუნგმას ქვები, ცხოველების ფიტულები და მცენარეების ჰერბარიუმები გამოიფინება. მუზეუმის სტუმრებს ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობაც შეეძლებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები