ტესტი: თუ 10 შეკითხვიდან 9 შეკითხვას მაინც უპასუხებთ სწორად, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შესაძლოა, სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდეთ, გარკვეული დროის შემდეგ, სასკოლო პროგრამიდან მნიშვნელოვანი საკითხების გახსენება მაინც უჭირთ ხოლმე. დღეს ერთ ტესტს გაგიზიარებთ, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს და გაჩვენებთ, რამდენად კარგად გახსოვთ ის თემები, რომლებიც სკოლაში, სხვადასხვა საგნის ფარგლებში ისწავლება.
თქვენი ამოცანაა, 10 შეკითხვიდან უმრავლესობას პასუხი სწორად გასცეთ:
1. რომელია მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტა?
მარსი
ვენერა
მერკური
2. რომელი პოეტის ლექსიდანაა სტროფი:
“ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად;
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!”
ნიკოლოზ ბარათაშვილის
ალექსანდრე ჭავჭავაძის
გალაკტიონ ტაბიძის
3. რამდენ წყვილ ქრომოსომას შეიცავს ადამიანის გენომი?|
23 წყვილს
22 წყვილს
24 წყვილს
4. რომელი ოკეანეები ეკვრის გარსს აფრიკას?
ატლანტის ოკეანე და ინდოეთის ოკეანე
წყნარი ოკეანე და ინდოეთის ოკეანე
წყნარი ოკეანე და ატლანტის ოკეანე
5. მუსიკალური ნოტები სანოტო ხაზებზეა განლაგებული. რამდენი ხაზისაგან შედგება ის?
5
6
4
6. რა ჰქვია ზოოლოგიის ნაწილს, რომელიც ფრინველებს შეისწავლის?
ანატომია
ორნითოლოგია
ჰერპეტოლოგია
7. რა ჰქვია მხატვრობის სტილს, რომელიც მხატვარს საშუალებას აძლევს, რეალობის სუბიექტური აღქმა გამოხატოს?იმპრესიონიზმი
ექსპრესიონიზმი
ავანგარდიზმი
8. დედამიწის უდიდესი ქვიშიანი უდაბნო არის…
საჰარა
არაბეთის უდაბნო
გობის უდაბნო
9. რა იყო პინაკოთეკა ძველ საბერძნეთში?
ნახატების საცავი
ცივი იარაღის საცავი
ხელნაწერთა საცავი
10. რომელ კლიმატურ სარტყელშია იტალია?
ზომიერ სარტყელში
სუბტროპიკულ სარტყელში
ტროპიკულ სარტყელში
სწორი პასუხები:
1)ვენერა
2)ალექსანდრე ჭავჭავაძის
3)23 წყვილს
4)ატლანტიკის ოკეანე და ინდოეთის ოკეანე
5)5
6)ორნითოლოგია
7)ექსპრესიონიზმი
8)საჰარა
9)ნახატების საცავი
10)სუბტროპიკულ სარტყელში