სოციალურ ქსელებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის ცეკვა გამოჩნდა. ვიდეო ერთ-ერთ ფესტივალზეა გადაღებული, სადაც მეი ლეგენდარული ჯგუფის – “აბბას” სიმღერაზე ცეკვავს.
აღნიშნული ცეკვა ტერეზა მეისთვის პირველი საჯარო ცეკვა არ არის. მან გასულ წელსაც გაახალისა საზოგადოება თავისი დამახასიათებელი მოძრაობებით.