მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე „გოგიჩა“ მძიმე სენით იყო დაავადებული და წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.
„გოგიჩა“ საბავშვო გადაცემა “ბაბილინას“, “მხიარული კარუსელის“, „ლოტოს“ და სხვა უამრავი გადაცემის წამყვანი იყო.
მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე მისი მეუღლეა, შვილი კი ცნობილი ფოტომოდელი ნინი გოგიჩაიშვილი.