ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურს ვახო ხუზმიაშვილი უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია “იბერია” ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. მუშაობას იწყებს სრულიად განახლებული საინფორმაციო სამსახური და მას ვახო ხუზმიაშვილი უხელმძღვანელებს. სოფო ხუციშვილი, რომელიც საინფორმაციო სამსახურის გენერალური პროდიუსერი იქნება, ამბობს, რომ სექტემბრიდან ტვ “იბერიაზე” ახალი საინფორმაცის სამსახური გავა, რომელიც მაყურებელს ბევრ საინტერესო სიურპირზს შესთავაზებს. მისი თქმით, ვახო ხუზმიაშვილი პროფესიონალია და გამოცდილება, ალღო, რომელიც მას აქვს, ტელეკომპანიისთვის მხოლოდ წარტამების მომტანია.
 
“ჩვენ ერთად მოვდივართ ბევრი წელი. ის ამბიციური, ძლიან სწრაფი და ალღოიანია . სექტემბრიდან ტვ “იბერიაზე” ახალი საინფორმაცის სამსახური გავა ეთრში – გვაქვს ამბიცია , ვიყოთ განსხვავებულები – იმედია , ეს გამოგვივა “, – ამბობს სოფო ხუციშვილი.
 
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი სამომავლო გეგმებზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ წარმატებულობის ამბიცია აქვს.
 
“გვაქვს გეგმები და წარმატებულობის ამბიცია , მხოლოდ მინიშმნებით ვიტყვითმ, რომ ტვ ” იბერიას ” მაყურებელი და გულშემატკივარი ბევრ სიურპრიზს პირდება. ვნახოთ რა გამოვა”, – აცხადებს ხუზმიაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები