კომპიუტერულ თამაშებს, ცუდი რეპუტაცია აქვს. ცნობილია, რომ საფრთხეს უქმნის ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას ტელევიზორის ყურებაზე და სოციალური ქსელების გამოყენებაზე – ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება დეპრესიის რისკს.
ახალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა კვლევაში – 3,825 მოზარდი მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად, რომელთა საშუალო ასაკი დაკვირვების დასაწყისში -12,5 წლის იყო. კვლევა, ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა, რომლის დროსაც ექსპერტებმა დაინახეს, თუ რამდენად ხშირად სხედან ბავშვები და მოზარდები სოციალურ ქსელებში, უყურებენ ტელევიზორს, კომპიუტერულ თამაშებს, ან კომპიუტერს იყენებენ სხვა მიზნებისთვის.
როგორც გაირკვა, კვლევის მონაწილეები, განსაზღვრულ დროში, დეპრესიის სიმპტომების უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ სოციალური ქსელების მიმართ. უფრო მეტიც, მსგავსი ურთიერთობა იყო დეპრესიასა და ტელევიზორს შორის. იმავდროულად, ბავშვები, რომლებიც კომპიუტერთან დიდხანს ისხდნენ, თამაშობდნენ, ან უბრალოდ ინტერნეტში იყვნენ, საშუალოდ, უფრო ნაკლებად დეპრესიულები იყვნენ, ვიდრე სხვები.
შედეგები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სოციალური ქსელების და ტელევიზორის გამოყენების შედეგად, ბავშვები დეპრესიისკენ უფრო ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბავშვებს სავარაუდოდ დეპრესია ემართებათ იმის გამო, რასაც ტელევიზორში ან სოციალურ ქსელებში ხედავენ.
კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო გამოცემა „JAMA Pediatrics“-ში.
თუ როგორი კომპიუტერული თამაშები ახდენს გავლენას ბავშვების ქცევაზე დიდი ხანია დაინტერესებულია ორივე მხარე – მეცნიერები და მშობლები. კვლევა ამტკიცებს, რომ ასეთი ჰობი უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ბავშვს, ვიდრე ზიანს.
კერძოდ, მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ადასტურებს, რომ საბავშვო თამაშები, რომლებიც ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება, არ არის უფრო სასტიკი, ვიდრე მათი თანატოლების. კერძოდ, რამდენიმე თვის წინ, ოქსფორდის ფსიქოლოგებმა, ამ მითის უარყოფაზე ისაუბრეს – ერთი წლის წინ კი, იორკშირის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა.