ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტი შობის წინ, საკვების დეფიციტთან ბრძოლის ერთ-ერთ უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციას — Feeding America — 1 მილიონი დოლარი შესწირა.
ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემოწირულობა 23 დეკემბერს დადასტურდა და მიზნად იმ ოჯახების დახმარებას ისახავს, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სვიფტის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადღესასწაულო პერიოდში, როდესაც ბევრ ხელმომჭირნე ოჯახს ყოველდღიური უზრუნველყოფა სჭირდება.
Feeding America-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კლერ ბაბინო-ფონტენო, განაცხადა, რომ მომღერლის მიერ გაღებული დახმარება ნათლად აჩვენებს, რამდენის გაკეთება შეიძლება საერთო ძალისხმევით შიმშილის დასაძლევად.
მისი თქმით, ტეილორ სვიფტის მხარდაჭერა ფონდისთვის ძლიერი მოტივაციაა, რათა დახმარება არა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში, არამედ მომავალშიც გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტ ოჯახს ჰქონდეს ხელმისაწვდომი საკვები.