ტეილორ სვიფტი და კარლი კლოსი VOGUE–ის მარტის ნომერს დაამშვენებენ – ფოტოკოლაჟი

ტეილორ სვიფტი და „ვიქტორია სეკრეტის“ ყოფილი მოდელი კარლი კლოსი ჟურნალ VOGUE–ის მარტის ნომრის გარეკანს დაამშვენებენ.

VOGUE-მ მეგობრებს საშუალება მისცა ერთად ეპოზიორათ, სხვადასხვა ადგილებში ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობილებს.

გოგონებმა ჟურნალს მცირე ინტერვიუც მისცეს და სახალისო ტესტშიც მიიღეს მონაწილეობა, ტესტს უნდა გამოევლინა, რომელია მათ შორის საუკეთესო მეგობარი.

“ბევრი მეუბნებოდა, რომ მე და კარლის ერთმანეთი უნდა გაგვეცნო. ამბობდნენ, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს და მიაჩნდათ, რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით თუკი გავიცნობდით ერთმანეთს. შემდეგ ლილი ოლდრიჯმა ერთმანეთი გაგვაცნო და წამიერად დავმეგობრდით“, – იხსენებს ტეილორ სვიფტი „ვოგისთან“ ინტერვიუში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები