ტეილორ სვიფტის კონცერტმა ციურიხში მიწისძვრა გამოიწვია

ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემელთა არმიამ, ციურიხში გამართული კონცერტის დროს მიწისძვრა გამოიწვია. ამის შესახებ განცხადება შვეიცარიის სეისმოლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, 9 ივლისის საღამოს, „ლეციგრუნდის“ სტადიონზე მიმდინარე კონცერტის დროს, რვა სეისმომეტრმა დააფიქსირა ბიძგები, რომლებიც ექვს კილომეტრამდე მანძილზე გავრცელდა. ამ დროისთვის ციურიხის სტადიონზე 50 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

ყველაზე მაღალი სეისმური მაჩვენებლები საღამოს შვიდი საათის შემდეგ დაფიქსირდა, როდესაც ტეილორ სვიფტი სცენაზე გამოვიდა. მისი თაყვანისმცემლები მომღერალს ენთუზიაზმით შეხვდნენ და ხტუნვითა და ცეკვით შეეგებნენ.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემელთა არმიამ სეისმური აქტივობა გასულ წელს, სიეტლში გამართული კონცერტის დროსაც გამოიწვია.

კომენტარები

სხვა სიახლეები