ტაქსის მძღოლი მგზავრებს მოწამლულ მანდარინს აჭმევდა და სასაფლაოზე ტოვებდა

მოსკოვის გარეუბანში პოლიციელებმა ტაქსის ულიცენზიო მძღოლი დააკავეს, რომელიც მგზავრებს წამლავდა და სოფლის სასაფლაოზე ყრიდა. მგზავრების გადაყვანისას, მძღოლი მათ მანდარინს სთავაზობდა, რომელიც ძილის მომგვრელი სამედიცინო პრეპარატებით ჰქონდა გაჟღენთილი. როცა მგზავრი იძინებდა, ბოროტმოქმედი მათ ძარცვავდა, შემდეგ დაბა ობუხოვოს სასაფლაოზე მიჰყავდა და იქ უგონო მდგომარეობაში ტოვებდა.
როგორც რუსეთის შსს-ს ოფიციალური წარმომადგენელი ირინა ვოლკი აცხადებს, ეჭვმიტანილი 51 წლის მამაკაცია, რომელიც წარმოშობით როსტოვის ოლქიდანაა. დანაშაულს ის მოსკოვის გარეუბანში სჩადიოდა. ცნობილია, რომ მისი 2 მსხვერპლი გარდაიცვალა. ეჭვმიტანილის ბინის ჩხრეკისას პოლიციელებმა მგზავრების კუთვნილი ოქროს სამკაულები, 19 მობილური ტელეფონი, სიმბარათები, 4 პლანშეტური კომპიუტერი და 4 წავის ქურქი ამოიღეს. საქმეზე, რომელიც ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: postalioni.com

კომენტარები

სხვა სიახლეები