წყალი – 250 მლ. შაქარი – 200 გრ; ტარხუნა – 5-6 ძირი; ლიმონი – 6-7 ცალი.
მომზადების წესი: წყალი, შაქარი და ტარხუნა ერთად მოვათავსოთ ქვაბში და ცეცხლზე დავდგათ. ადუღებამდე კარგად მოვურიოთ, შემდეგ გადმოვდგათ და გავაციოთ. ლიმონს წვენი გამოვწუროთ, ჭურჭელში ჩავასხათ, მომზადებული ტარხუნის სითხე შევურიოთ. ბოლოს ყინულები და ტარხუნის ფოთლები დავუმატოთ.