ტანსაცმლის მაღაზიამ უკმაყოფილო კლიენტისგან საბურავები იყიდა – “ფულის კეთებაში მთავარია, ადამიანობა არ დავკარგოთ”
Facebook–მომხმარებელი, ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიას წერს:
“ძალიან მომინდა, მომეყოლა ერთი ისტორია, რომელიც ეხება სერვისსა და მომსახურებას: – ამერიკაში ძალიან ცნობილი ამბავია, როცა ქალმა ტანსაცმლის მაღაზიაში შეაჭრა და მოითხოვა ნაყიდი საქონლის საფასურის უკან დაბრუნება, ოღონდ აღმოჩნდა, რომ ეს საქონელი არა თუ ამ მაღაზიაში არ იყო ნაყიდი, საერთოდაც მანქანის საბურავებს წარმოადგენდა:
კომპანიამ განერვიულებულ და ისტერიკაში ჩავარდნილ ქალბატონს გადაუხადა საბურავების თანხა და საბურავები დაიტოვა – არა იმიტომ, რომ „გოიმები“ იყვნენ და არც იმიტომ, რომ რაიმესი ან ვინმესი შეეშინდათ… იმიტომ, რომ მაღაზიის მენეჯერმა მიიჩნია, განერვიულებული ქალის დამშვიდება გაცილებით დიდ ფასეულობას წარმოადგენდა კომპანიისთვის, ვიდრე – 4 საბურავის საფასური.
ფულის კეთებასა და წამების კონტროლში მთავარია, ადამიანობა არ დავკარგოთ”.