ტაილანდის სანაპიროსთან რუსი ტურისტი იპოვეს, რომელმაც ზღვაში ერთი დღე-ღამე გაატარა

 რუსი ტურისტი, რომელმაც ტაილანდის სანაპიროსთან, ზღვაში ერთი დღე-ღამე გაატარა, მაშველებმა ცოცხალი იპოვეს. ამ ხნის განმავლობაში, მამაკაცი ტივტივაზე იყო ჩამოკიდებული.
ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ​როგორც გადარჩენილი მამაკაცი, 49 წლის დიმიტრი სომოვი ამბობს, ის მეგობრებთან ერთად ლასტებით და დაივერის ნიღბით დაცურავდა, რა დროსაც წყალქვეშა დინებამ გაიტაცა.
სამი რუსი ტურისტი ტაილანდელმა მეთევზეებმა მალევე იპოვეს. სომოვს კი მაშველები ერთი დღე-ღამე ეძებდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები