“სხვა გამოსავალი და ადგილი ვერ ნახა და ნუ გაწირავთ გაყინვისთვის”

ცნობილი ფოტოგრაფი თამო ჩალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას სთხოვს, რომ ქუჩაში, ცხოველებს ყურადღება მიაქციონ და ძლიერი სიცივის ფონზე ნუ გაწირავენ გაყინვისთვის. “ადამიანებო, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ სიცივეში ქუჩაში მყოფ ცხოველებს ძალიან უჭირთ და დართეთ მათ ნება იწვნენ სადარბაზოებში. შარშან იყო შემთხვევა, როცა სადარბაზოდან გამოუგდიათ ძაღლი, რომელიც ყოვლად უწყინრად იწვა და მეორე დილით გაყინული იპოვეს, რა თქმა უნდა, მკვდარი. წინა წელს თუ რამდენიმე დღიან სიცივეს გაუძლეს, წელს ძალიან ადრე აცივდა და შესაბამისად უფრო გაუჭირდებათ. თანაც, ასეთ დროს, ფიზიკური სისუსტის გამო, საჭმლის შოვნაც ძალიან უჭირთ, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მათ. სადარბაზოებში შესვლის შემთხვევა ისედაც ძალიან იშვიათია და თუ დაინახავთ, ესე იგი სხვა გამოსავალი და ადგილი ვერ ნახა და ნუ გაწირავთ გაყინვისთვის. ვინმე იფიქრებს ახლა, რომ ძაღლებს რას ჩივი, ხალხი იყინება ქუჩაშიო, მაგრამ არა მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს იმის შეხსენება, რომ თუ შეგვიძლია ქუჩაში მყოფ ადამიანებსაც უნდა დავეხმაროთ. (გთხოვთ გააზიაროთ. ასე უფრო მეტი ადამიანი მიაქცევს ამ ფაქტს ყურადღებას) ” – წერს თამო ჩალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები