„სხვა გამოსავალი არ იყო“ – 13 წლის ბიჭი სახლიდან გაიქცა და ტრანსგენდერი გახდა

მალაკ ელ-კაშირი ეგვიპტის ყველაზე გამორჩეული ტრანსგენდერი აქტივისტია. ის სახლიდან 13 წლის ასაკში მას შემდეგ გაიქცა, რაც მშობლებმა არჩევანის წინ დააყენეს –  ყოფილიყო ისეთი, როგორიც ყველა ან სახლიდან წასულიყო. მას შემდეგ ის მარტო ცხოვრობს, იბრძვის  ლგბტ თემისა და ქალების უფლებებისთვის, აქტიურად უძღვება სოციალურ ქსელს და ტელევიზიაშიც გამოდის. ოფიციალურად საბუთებში ის ჯერ კიდევ ბიჭია – აბდელ რახმანი, რომელსაც სახელმწიფომ უარი განუცხადა სახელისა და სქესის შეცვლაზე.
“როდესაც საკუთარ თავს არასტანდარტულად  აჩვენებ, უნდა ემზადო ომისთვის, დიდი ომისთვის. შენ მტრად გამოგაცხადებენ. იმ მომენტიდან დიდი წნეხის ქვეშ გიწევს ცხოვრება”, – ჰყვება ელ კაშირი.

ოჯახმა მას ზურგი აქცია, მუდმივად შეურაცხყოფისა და მუქარის მოსმენა უწევდა, ვინაიდან ის “ალახის წინააღმდეგ იქცევა”. მას თავს ესხმოდნენ მისი აქტივობებისთვის, ტელევიზიაში გამოსვლებისა და სოცლიარ ქსელში დაწერილი პოსტების გამო, მაგრამ ამ ყველაფერმა ის მაინც არ გატეხა – კვლავ ებძვის ჰომოფობიას, სექსუალურ ძალადობას, ბულინგსა და პატრიარქატს.

“მე რომ დამალვა მდომოდა, უბრალოდ, მშობლებთან დავრჩებოდი. არ გავხდებოდი ტრანსგენდერი, არ გამოვიქცეოდი სახლიდან და ეს ყველაფრიც არ იქნებოდა. მაგრამ მაშინ მე მალაკი არ ვიქნებოდი”, –  ამბობს მალაკი.

კომენტარები

სხვა სიახლეები