“სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს” – პეტრე კოლხი სახელმწოფოს მოუწოდებს, შეზღუდვები არ მოხსნან

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პანდემიისა და შეზღუდვების მოხსნის შესახებ წერს: “სახელმწიფო ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ საახალწლოდ დაწესებული აკრძალვები მოიხსნება.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სამსახური დისტანციურ მომსახურებაზეა გადასული, საცობებმა ისე იმატა, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.
საინტერესოა, სად მოძრაობენ ადამიანები და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში რა შეიძლება, მოხდეს…
მედიკოსების თავდადებული შრომის ფონზე, ვირუსი მაინც მძვინვარებს.
ქვეყანაში რეკორდული მაჩვენებელი მოწმობს იმას, პირველ ადგილზე ვდგავართ პანდემიის გავრცელების მხრივ.
სრულიად უმართავი სიტუაციაა და თავად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
ნუ უსმენთ ბოდვებს, რომ საქართველოს კოვიდი არ შეეხება. სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს.
ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა და მოვეშვათ მესიანისტურ ზღაპრებს!..”

კომენტარები

სხვა სიახლეები