სცენაზე ატირებული მადონა – მომღერლის ემოციური სიტყვა პარიზის ტრაგედიის შესახებ (ვიდეო)

 პოპ-ვარსკვლავი სტოკჰოლმში გამართული კონცერტისას პარიზის მოვლენებს გამოეხმაურა და ემოციური სიტყვით გამოსვლისას ატირდა. 58 წლის ამერიკელმა მომღერალმა თაყვანისმცემლებს სცენიდან მიმართა და მათ გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „ეს იყო ტრაგიკული მკვლელობები და ძვირფასი ცხოვრების უაზრო დასასრული. ეს არის ის, რაც მე მოსვენებას მთელი ცხოვრება დამიკარგავს“, – აღნიშნა პოპ-ვარსკვლავმა. ამაღელვებელი გამოსვლის შემდეგ კი, მადონა სცენაზე ატირდა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=k04QJw57zdY&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები