აფრიკაში არსებობს ტომი, რომელიც სამი ქვეყნის – ეთიოპიის, სუდანის და კენიის საზღვარზე ცხოვრობს. სურმას ტომის საცხოვრებელი მხარე ყველა მხრიდან მთებით არის გარშემორტყმული, ამიტომ იქ მოხვედრა საკმაოდ რთულია. ამ ტომის ადამიანები საკმაოდ თვითმყოფადი ცხოვრებით გამოირჩევიან. ისინი არასოდეს ემათხოვრებიან ფულს ტურისტებს, რადგანაც ყველაფერი, რაც სჭირდებათ, ადგილზევე მოეპოვებათ. ტომის ერთ-ერთი საინტერესო თავისებურებაა 20 წელს მიღწეული ახალგაზრდა ქალებისთვის ქვედა ტუჩის გახვრეტა და იქ მრგვალი ფორმის თიხის ჩასმა. ითვლება, რომ თუ ეს ნაკეთობა დიდი ზომისაა, ესე იგი გოგო ლამაზია და გათხოვების დროს მასში დიდ ფულს გადაიხდიან. ასეთი ტრადიცია ეთიოპიაში მცხოვრებ მურსის ტომშიც არსებობს.