როგორც იქნა, ჩვენს კარებზე ზაფხულმა დააკაკუნა. იყიდე ბილეთები, ჩააწყე ჩემოდნები და გაემგზავრე დასასვენებლად. თუმცა, როგორც ამბობენ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ზაფხულის დასვენების დროსაც კი ყურადღება არ მოადუნოთ. რა იცით, რა ხიფათს შეიცავს ზღვის პლაჟი ან ოკეანის უსაზღვრო სივრცე.