“სუპერგმირი”, რომელმაც უამრავი უსახლკარო ძაღლის სიცოცხლე იხსნა

საბედნიეროდ უამრავი ადამიანია, რომელსაც უყვარს ცხოველები და მათზე ზრუნვა. ასეთ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება სერბეთის ქალაქ ნისში მცხოვრები საშა პესიჩი. მან 2008 წელს ძაღლების თავშესაფარი გახსნა და ძალიან ბევრი უსახლკარო ძაღლის სიცოცხლე იხსნა.

ყველაფერი 2008 წელს დაიწყო. საშა პესიჩი დატვირთული დღის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. მას გზად ოთხი მიტოვებული ლეკვი შეხვდა. თავშესაფრის გახსნის გეგმაც სწორედ, ამ დროს გაუჩნდა. ჩანაფიქრი მალევე განახორციელა და აღნიშნულმა ქმედებამ იგი სერბეთში ცხოველების ერთ-ერთ წამყვან დამცველად აქცია.

საშა 6 მოხალისესთან ერთად, შეუდგა ცხოველებზე ზრუნვას. ძაღლებს საკვები და მედიკამენტები სჭირდებოდათ, ამიტომ საშამ თავშესაფარს იმდენად გაუთქვა სახელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შემოწირულობებს იღებდა. ამჟამად მას თავშესაფარში 750-ზე მეტი ძაღლი ჰყავს და კვლავ აგრძელებს ქველმოქმედებას.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები