“სულ უნდოდა, თავი გაესაღებინა იმად, რაც არ იყო” – რას წერს გუნდელი ლევან ვასაძეზე

ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცახდებებსა და გეიპარადის დარბევისთვის რაზმებს შექმნის იდეას  დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის არის გიორგი რურუა, რომელიც, როგორც თავად წერს, ვასაძის თანაგუნდელი იყო.
როგორც ირკვევა, ისინი რაგბს ერთად თამაშობდნენ.
“მე და ვასაძე ერთად ვთამაშობდით რაგბს. რით დამამახსოვრა თავი-კარგად დარბოდა, მაგრამ ბურთს ხელში რომ აიღებდა, ისე გარბოდა, გუნდი ავიწყდებოდა. სადღაც შეეტენებოდა და ბურთს კარგავდა. შებოჭვის შიშისგან უკან არც იხედებოდა. ასეთი იყო სულ, უნდოდა, თავი გაესაღებინა იმად, რაც არ იყო სინამდვილეში. დასკვნები თქვენთვის მომინდია”, – წერს რურუა.

კომენტარები

სხვა სიახლეები