“სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ჩემი ტკბილი ბიჭი… ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს გთხოვ” – რას წერს ავარიისას დაშავებული ბავშვის დედა?

თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის ბი­ჭის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. რო­გორც იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, ბავ­შვი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ცოტა ხნის წინ 8 წლის ბი­ჭუ­ნას დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი და ვი­დე­ო­კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა:

“სულ ამ ად­გი­ლას იდგა და ელო­დე­ბო­და ხოლ­მე ჩემი ტკბი­ლი ბიჭი მეც ასე ფან­ჯრი­დან ვა­ცი­ლებ­დი და ვე­ფე­რე­ბო­დი ხოლ­მე ყო­ველ დი­ლას. ღმერ­თო მი­ცო­ცხლე ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი ბიჭი და მეტს არა­ფერს აღარ გთხოვ” – წერს ბი­ჭუ­ნას დედა.

კომენტარები

სხვა სიახლეები