სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობს, ბარბარიკას როლის შემსრულებელს, თაკო კორინთელს გამზრდელი ბებია გარდაეცვალა, მანამდე კი ცოტა ხნის წინ – ბაბუა დაკარგა. ბებია-ბაბუა მისი და მისი ძმისთვის მეორე მშობლები იყვნენ. მსახიობი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ემოციურ პოსტს წერს.
,,ჩემი ტკბილები! ბებო წავიდა თავის სიყვარულთან. ერთმანეთის გარეშე ვერასდროს ძლებდნენ. ჯერ ერთის ტკივილი ვერ მოვიშუშეთ, ახლა ბებო! სული მეწვის და გული მეხლიჩება… ჩემთვის და ჩემი ძმისთვის მეორე მშობლები იყვნენ. ყველაზე ტკბილები არიან ჩემთვის. ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული მასწავლეს და დამიტოვეს , მაგრამ დიდი ტკივილი რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. სამაგალითო სიყვარული ქონდათ, ყოველთვის და ყველგან ერთად იყვნენ და ახლაც უკვე ერთად იქნებიან. ტკივილამდე მიყვარხართ
ჩემი ჩიბურაშკები,”- წერს თაკო კორინთელი.
მართალია, თაკო კორინთელი მსახიობი არ არის, მაგრამ კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მას ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს.