სტრიპტიზის ყველაზე ცნობილ მოცეკვავეს – Christian Louboutin-მა ექსკლუზიური ფეხსაცმელი შეუქმნა (ფოტოკოლაჟი)
მოდის სახლმა Christian Louboutin-მა გამოუშვა ფეხსაცმლის რამდენიმე წყვილი, რომელიც სტრიპტიზის ყველაზე ცნობილი მოცეკვავისთვის, დიტა ფონ ტიზისთვის ექსკლუზიურად შეიქმნა. ფეხსაცმლის გარდა ამერიკელი ვარსკვლავისთვის აქსესუარებიც დაამზადეს, რომლებსაც საკუთარ შოუში – Strip, Strip, Hooray გამოიყენებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოდელის ფეხსაცმელზე დიტას სახელი სტრაზებითაა გაწყობილი. მეორე მოდელის ქუსლს კი, ვარსკვლავმა მოხერხებულად რომ იცეკვოს, სქელი დამატება აქვს.
შეგახსენებთ, რომ დიტა ფონ ტიზი სტრიპტიზის მოცეკვავე, მოდელი და მომღერალია. გამოცემამ Vanity Fair დიტა „ბურლესკის სუპერ ქალღმერთად“ დაასახელა.