სტეფანე მღებრიშვილი ადამ ლევინზე – „სხვა კონცერტებზე გაფრინდება მილიონების ჩასაკუჭად“

სტეფანე მღებრიშვილი maroon 5-ის კონცერტის შესახებ სტატუსს აქვეყნებს. მღებრიშვილი  ადამ ლევინს Jamiroquai-ს ადარებს.
„როგორ მიყვარხართ, ვინც „maroon 5“-ზე იყავით! ესე იგი სულით თინეიჯერები ხართ და ვინც მართლა თინეიჯერები ხართ, ხო ხართ და ხართ! რაც შეეხება ადამს, უსმენოდ იმღერებდა, როცა ყურის ნიჟარები წვიმით სავსე ჰქონდა, აბა, რას იზამდა. თანაც Jamiroquai-ის იმ იტალიის კონცერტივით არ მოინდომებდა დასველებას და გრიპის აკიდებას, იმიტომ რომ როცა სხვა კონცერტებზე გაფრინდება მილიონების ჩასაკუჭად, გაციებული არ უნდა იყოს. ყველანაირი სპეცეფექტის გარეშე, ცარიელი ბენდით სტადიონებს ავსებენ 20 წელია. 37 წლის ადამი ბიჭივით გამოიყურება, მეტი რა ქნან?! ასე რომ, კაი ხალხს გაუმარჯოს“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები