Associated Press-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ Marvel-ის კომიქსების შემქმნელის, სტენ ლის ყოფილი მენეჯერი, კია მორგანი მოხუცი ადამიანის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს.
მოხუცის ყოფილ მენეჯერს ქურდობასაც აბრალებენ. 2018 წელს სტენ ლის ქალიშვილმა განაცხადა, რომ მორგანი სტენ ლით მანიპულირებდა და მას ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობას უკრძალავდა.