მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილემ სტანისლავ ბონდარენკომ ვაჟი – მარკი თბილისში ჩამოიყვანა. ბონდარენკომ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და მარკთან ერთად თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „ბიჭები თბილისში წამოვედით“, – მიაწერა ფოტოს ბონდარენკომ.