სტანისლავ ბონდარენკომ გიორგი ვარდოსანიძეც აღაფრთოვანა

„თუ ეს მართალია ამ ბიჭს ძეგლი ეკუთვნის მართლა“ -ამ ფრაზით გამოეხმაურა გიორგი ვარდოსანიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტანისლავ ბონდარენკოს ცეკვავენ ვარსკვლავების მოგების შემთხვევაში ბინის ჯანო იზორიასთვის ჩუქება ჰქონდა გადაწყვეტილი.
ცნობისთვის ბონდარენკოს ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დავით ოქიტაშვილის სახელით გავრცელდა, თუმცა კულტურის პალატის პრეზიდენტი  ინფორმაციას თითქოს მის მიერ  გავრცელდა რომ  ბონდარენკო მოგების შემთხვევაში  ბინას  ჯანო  იზორიას  გადასცემდა არ  ადასტურებს.    ოქიტაშვილის თქმით განცხადება  საზოგადოებამ ორ აზროვნად  გაიგო. გთავაზობთ კულტურის პალატის პრეზიდენტის განმარტებას:

“მეგობრებო, მინდა ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო. ორაზროვნად იქნა გაგებული ჩემი კომენტარი, სტანისლავ ბონდარენკოს გეგმებთან დაკავშირებით. სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და სათაურად დაწერეს ის, რაც უკვე არ განხორციელდება. ამაზე ტექსტში გასაგებად ვამბობდი, თუმცა ბევრი მხოლოდ სათაურს კითხულობს და, აქედან გამომდინარე, ატყდა ეს გაუგებრობა! მინდა ისევ განვმარტო, გუშინ დავწერე იმის შესახებ, თუ რას აპირებდა სტანისლავ ბონდარენკო მის და “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალისტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟამდე. ისევ ვიმეორებ, სტანისლავი საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვიდა და მისთვის უჩვეულო არ იქნებოდა ეს ნაბიჯიც, თუმცა მის მიმართ აბსოლუტურად დაუმსახურებელი დამოკიდებულების შემდეგ, მისი პოზიცია ახლა ასეთია: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ნამდვილი გამარჯვებული!
ჩვენ კი დავამატებთ: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და არა ერთეულებმა, რომლებიც, გამარჯვების შემთხვევაში, თვითონ არ გააკეთებდნენ არაფერს. ახლა პროექტის ფინალში ორი უნიჭიერესი მსახიობია და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ სტანისლავსაც და ანდრიასაც. ჩვენი მხრივ, საქართველოს კულტურის პალატა, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც დღემდე აკეთებდა ქართული კულტურის მოღვაწეებისთვის! ამჯერად კი ჯანო იზორიასთვის გააკეთებს საქმით იმას, რაზეც სხვები მხოლოდ სტატუსებად საუბრობენ!” – წერს ოქიტაშვილი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები